გენიალურად უცნობი გენიოსები




ნიკოლაი პაგანინი, რომელიც ჰაინეს ქვესკნელიდან ამოსულ ჩონჩხად ეჩვენებოდა, კონცერტის შემდეგ დამბლადაცემულს ჰგავდა, მიწისფერი სახე ოფლით ეცვარებოდა, მაჯისცემა უსუსტდებოდა, ნიადაგ ერთ წერტილს აშტერდებოდა. ღამე არ ეძინებოდა.

ვიოლინოზე დაკვრის სპეციფიკამ მისი სხეულიც შეცვალა, ის ვეღარ უძლებდა ბობოქარ სულს.

წერის დროს შილერი მაგიდის უჯრაში დამპალ ვაშლებს ინახავდა, ბალზაკი მუშაობდა ბერის ანაფორაში; პრუსტი დაწოლილი წერდა; ჰემინგუეი პირდაპირ რემინგტონზე ბეჭდავდა; დოსტოევსკი კარნახობდა; ასევე იქცეოდა ჯოისი, მილტონმა მთელი პოემა „დაკარგული სამოთხე“ მდივანს უკარნახა; კოსტანტინე გამსახურდია გვიან, სანთლის შუქზე წერდა; სალვადორ დალის შთაგონებისათვის ბუზები სჭირდებოდა, ყოველ ბუზს ხუთ ფრანკად ყიდულობდა.

ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი სახითა და სახელით ცნობდნენ თავიანთ 30.000 ჯარისკაცს. ასევე სატანური მეხსიერება ჰქონა ნაპოლეონს, ჰიტლერს, და სტალინს.

როგორც მეტყველება არის სტიქიური პროცესი, ისეა წერაც. მაგრამ სიუჟეტის განვითარება, ხასიათის თხზვა, კომპოზიცია, კონცეფციის გაშლა მოითხოვს დიდ ჯაფას.(მაგ. ფლობერმა ათჯერ გადაწერა „მადამ ბოვარი“)

თხზვის დასრულებას ახლავს სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდა, რადგან ხელოვანი ტანჯვისა და აღმოთქმის სურვილისაგან თავისუფლდება.






მოსეს ქანდაკება რომ დაასრულა, აღფრთოვანებულმა მიქელანჯელომ მუხლზე ჩაქუჩი დაჰკრა ებრაელთა წინამძღოლს და შესძახა: „მოსე, აღსდექი და ამეტყველდი!“…




პუშკინმა „ბორის გოდუნოვი“ რომ დაამთავრა, ტაშს უკრავდა და გახარებული ყვიროდა: „აიდა ტი პუშკინ სუკინ სინ!“ (მე მაპატიეთ, ვერ ვიტან რუსულ შრიფტს, იმიტომ რომ კარგად არ ვიცი:))

„ანა კარენინას“ ბოლო წერტილი რომ დაუსვა, ტოლსტოი ცხენს რამდენიმე საათი დაუზოგავად აჭენებდა…

ბლოკმა „თორმეტნის“ დაწერის შემდეგ უბის წიგნაკშ აღნიშნა:“сегодня-я гений”





„მამა გორიო“ რომ მოკვდა, ბალზაკი თავს ცუდად გრძნობდა; ანდრეი ბალკონსკის სიკვდილზე ტოლსტოის ცრემლები მოერია და კაბინეტიდან გადიდა; 25 წლის თომას მანი „ბუდენბროკების“ დაწერამ გამოფიტა და დეპრესიას უჩიოდა, „დავით აღმაშენებელის“ დაწერის მერე კოსტანტინე გამსახურსიას ძლიერი დეპრესია და არარობის მტანჯველი გრძნობა დაეუფლა.

გადმოცემით, ტრაგიკოსი სოფოკლე სიცილისაგან მოკვდა.





ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი 25 წლის იყო, როცა ტიფი გადაიტანა, ინფექციურმა დაავადებამ დაუტოვა ქრონიკული ენტერიტი, და სმენითი ნევრიტი, ამ ყველაფერს დაერთო მელანქოლია და ქოშინი. მას შემდეგ სმენა დააკლდა და წლების მანძილზე სულ დაყრუვდა.

მიაჩნდათ, რომ კომპოზიტორის სიყრუეს ჰქონდა ერთი სპეციფიკა, თუმცა გარე სამყაროსთან კონტაქტს ჰკარგავდა, სმენითი ცენტრები მაინც სულ აღგზენებული ჰქონდა.








ჭაბუკ ალექსანდრე ბლოკს აკვიატებული ჰქონდა მარადქალურის იდეა, რომლის ასრულება ცხოვრებაშ სცადა. მასში კლეოპატრას სახე განსახიერდა. როცა ცოლად შეირთო ლიუბოვ მენდელეევა, დიმიტრი მენდელეევის ქალიშვილი, რომელიც თავგამეტებით უყვარდა, მისტიკური იდეებით შეპყრობილმა, სექსზე უარი თქვა და მათი ქორწინება პლატონური გამოდგა.

ბლოკს თავისი გატაცება ჰქონდა, ცოლს თავისი.







და ბოლოს ოსკარ უაილდი: მას ხელოვნური ყვავილები უყვარდა, ცხოვრებას თეატრი ერჩივნა, ქუჩაში სეირნობას–ოთახში ყოფნა, ქალს–მამაკაცი.

ცხოვრება წარმავალად მიაჩნდა, ხელოვნება–მარადიულად.

ამიტომ იცვლება და ბერდება არა პერსონაჟი დორიან გრეი, არამედ მისს სურათი. ესე იგი ცხოვრობს მოდელის სანაცვლოდ, მაგრამ როცა სურათს დანას ჩასცემს, თვითონ კვდება და არა პორტრეტი, მას უყვარს არა ქალი სიბილა, არამედ ამ ქალის მიერ შესრულებული სახეები.



No comments:

Post a Comment