ცნობილი ადამიანების ფობიები

ჯორჯ ვაშინგტონი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი. მისი სურათი ერთ დოლარიან კუპიურაზეა გამოსახული. იგი გახლდათ გენერალი, ჯარის წინამძღოლი და მეთაური, აქვს მრავალი ბრძოლა მოგებული, იბრძოდა ბრიტანელების წინააღმდეგ… მისი ბიოგრაფიის შემხედვარე უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ნამდვილად უშიშარი ადამიანია, მაგრამ მას ჰქონდა ერთი უცნაური ფობია: შიში ცოცხლად დამარხვისა! თქვენ წარმოიდგინეთ სიკვდილის პირას მყოფმა ჯორჯ ვაშინგტონმა დაიბარა და პირობაც ჩამოართვა გარშემომყოფთ, რომ როდესაც გარდაიცვლებოდა მისი ცხედარი ორი დღის განმავლობაში გარეთ დაეტოვებიათ რათა შეიძლებოდა გაცოცხლებულიყო, ბოლომდე უნდა დარწმუნებულიყვნენ მის გარდაცვალებაში და მერე დაეკრძალად სათანადოდ…



ვუდი ალენი, ყველასათვის ცნობილი რეჟისორი, ძალიან ბევრი ფობიის მქონე აღმოჩნდა… 74 წლის მსახიბსა და რეჟისორს (თითქმის ყველა მის ფილმში თვითონ ასრულებს მთავარ როლს) ყველაფრის ეშინია!!! აქვს შედარებით “ნორმალური” და გავრცელებული ფობიები როგორიცაა: სიმაღლის შიში, დახურული სივრცის შიში, მწერების შიში და ა.შ ასევე აქვს “არანორმალური” ფობიებიც, როგორიცაა: ნათელი ფერების შიში, ცხოველების შიში, ასევე ეშინია ლიფტის, არაქისის კარაქის სასაზე აკრობის, მიწებების და ა.შ



რიჩარდ ნიქსონი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების 34_ე პრეზიდენტი, რომელსაც ჰქონდა საშინელი შიში საავადმყოფოების. 1974 წლისათვის მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა (სისხლის შედედება), მან უარი განაცხადა საავადმყოფოში წასვლაზე. ასე თუ ისე, დაარწმუნეს და უთხრეს, რომ თუ იგი არ დაწვებოდა საავადმყოფოში აუცილებლად მოკვდებოდა. საბოლოოდ იგი დათანხმდა გადაელახა და დაეძლია მისი ფობია

ჰოლივუდის ცნობილი რეჯისორი და პროდუსერი, ალფრედ ჰიჩკოკი, ცნობილი მისი ფილმებით Psycho და Vertigo, ჰქონდა კვერცხის შიში. იგი ამბობდა, რომ კვერცხები ზიზღდა მას, არასდროს ჰქონდა გასინჯული კვერცხი თავის ცხოვრებაში, და საერთოდ მასთან ახლოს ყოფნასაც კი გამორიცხავს. მან ისიც აღნიშნა, რომ ყველაზე საშინელი და საძაგელი რამ მისთვის არის ყურება თეთრი მრგვალი რაღაცის, რომელსაც არ აქვს ნასვრეტები, და მასში შიგნით მოთავსებულია ყვითელი სითხე.. უცნობია, ისეთ ადამიანს როგორიც არის ჰიჩკოკი, რატომ აქვს ასეთი უცნაური შიში..


ზიგმუდ ფროიდი იყო უდიდესი ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი რომელმაც მსოფლიო დონის ნაშრომები შექმნა თავისი პროფესიის კუთხით. თქვენ წარმოიდგინეთ “ფსიქოლოგიის მამასაც” კი ჰქონდა ფობიები და თან საქმაოდ უცნაური: მას ეშინოდა ტყვიის და გვიმრების! ნუ, საიდან ჩამოუყალიბდა მას ასეთი სახის შიშები ძნელი გასარკვევია, მაგრამ მისი ნაცნობები და ახლობლები ყოველთვის აღნიშნავდნენ რომ იგი არასდროს არ მიირთმევდა გვიმრას და ძალიან არ უყვარდა იგი..



გენიალური ნიკოლა ტესლა ყველასთვის ცნობილია მისი გამოგონებებით, განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმის და ელექტროობის განვითარებაში. იგი ვერ იტანდა მიკრობებს, რის გამოც იგი ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა ხელის ჩამორთმევას, ცნობილია რომ ტესლა დღეში ძალიან ბევრჯერ იბანდა ხელს. მისი მეორე უცნაური ფობია გახლდათ ზვირფასი სამკაულების შიში, იგი განსაკუთრებით ვერ იტანდა და სძაგდა ისეთი სამკაული, რომელიც შეიცავდა მარგალიტის თვლებს. გარდა ამისა მას ბევრი სხვა უცნაურობანი და თავისებურებანი ახასიათებდა, რომლის მოყოლაც შორს წაგვიყვანს.


ნაპოლეონ ბონაპარტეს, საფრანგეთის იმპერატორს, შეიარაღებული ჯარების ლიდერს, საოცრად ეშინოდა კატების, რატომ ეს უცნობია. ცნობილია ის რომ კატის ერთი გამოხედვაც კი პანიკაში აგდებდა მას. ნაპოლეონი არ იყო ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ძალიან ბევრი ლიდერი, დიქტატორი როგორებიც იყვენენ: ჰიტლერი, მუსოლინი და იულიუს კეისარიც კი კატის შიშით იყვნენ შეპყრობილნი. როგორც ვხედავთ, არის ამ ცხოველში რაღაც ისეთი მისტიური რასაც დიქტატორები და ბოროტი გენიები ვერ ეგუებიან!


წყარო: ucnauri.com

No comments:

Post a Comment