გენიოსები ხუმრობენ


• უკვდავება
ერთხელ პიკასოს ექიმმა უთხრა:
- თავს უფლებას ვერ მივცემ ვიმსჯელო თქვენი ნახატების ფერწერულ ღირსებებზე, მაგრამ სურათზე გამოსახული ადამიანები, ანატომიის თვალსაზრისით ყველა ნამდვილი ავადმყოფია ..
- მიუხედავად იმისა, ექიმო, ისინი გაცილებით მეტ ხანს იცოცხლებენ, ვიდრე თქვენი პაციენტები .. – უპასუხა მხატვარმა ..

• ოთხი მოქმედება – სამი ანტრაქტი
 ჟურნალისტმა კითხა მარკ ტვენს, მართლა მუშაობს თუ არა იგი დიდ პიესაზე ..
მარკ ტვენმა უპასუხა :
- შეგიძლიათ აცნობოთ თქვენს გაზეთს, რომ ვწერ დრამა , რომელიც შედგება ოთხი მოქმედებისა და სამი ანტრაქტისაგან და სამი ანტრაქტი უკვე დავამთავრე ..


• ას ოცდაათი სიტყვა წუთში
 ფრანგი მწერალი ანატოლ ფრანსი სამუშაოდ ღებულობდა ახალგაზრდა სტენეოგრაფისტ ქალს ..
- გავიგე , თქვენ კარგად შეგიძლებიათ სტენეოგრაფის ჩაწერა ..
- დიახ , წუთში ას ოცდაათი სიტყვა .. - მიუგო გოგონამ ..
- ას ოცდაათი სიტყვა წუთში ?! - წამოიძახა მწერალმა , - კი მაგრამ ძვირფასო , მე საიდან მოგიტანოთ იგი ?

• გონებამახვილური ბუნება
ბერნარდ შოუს ჰკითხეს :
- მითხარით, გეთაყვა, როგორ ახერხებთ, რომ ყოველ წუთს შეგიძლიათ წარმოთქვათ ბრძნული და გონებამახვილური ფრაზები ?
- სრულიად უბრალოდ , - უპასუხა შოუმ . - მე ვფიქრობ დიდ სისულელეზე და იმავე წუთს ვამბობ მის საწინააღმდეგოს..

• გარემოებათა დამთხვევა
დარბაზობაზე ერთმა ახალგაზრდამ მიმართა ბერნარდ შოუს :
- ეს თქვენ ბრძანდებით განთქმული იურისტი? მართალია, რომ თქვენი მამა მკერავი იყო ?
- დიახ, - დაუდასტურა შუომ.
- მაშ, რატომ არ გახდით თქვენც მკერავი ?
- ძნელია თქმა. ბედია, ან შესაძლებელია უბრალო ახირება. აი, მაგალითად, თქვენი მამა, მგონი, ჯენტლმენი იყო ?
- რასაკვირველია, - დაუმოწმა ახალგარზრდამ.
- მაშ , თქვენც რატომ არ გახდით ჯენტლმენი ? - შეეკითხა შოუ.

• დროის საზომი
 სოფოკლემ თქვა, რომ მის მიერ დაწერილი სამი ლექსი, სამი დღის შრომის შედეგი იყო.
- სამი დღისა?! - შეჰყვირა საშუალო ნიჭის პოეტმა, მე ხომ ამ ხნის განმავლობაში დავწერდი ასს !
- დიახ, - უპასუხა სოფოკლემ, - მაგრამ ისინი იარსებებდნენ მხოლოდ სამ დღეს .

• წვერის გაპარსვა ვერ მოსაწრო …
ცნობილია, რომ ინგლისში ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ძველად ქალის როლს მამაკაცები ასრულებდნენ. ერთხელ ლონდონში წარმოდგენას ესწრებოდა მეფე კარლოს მეორე. სპექტაკლის დაწყება დააგვიანდათ მეფე აღშფოთდა.
- თქვენო აღმატებულებავ, - მოიბოდიშა თეატრის დირექტორმა, - საქმე ისაა რომ დედოფალმა ვერ მოასწრო წვერის გაპარსვა .

• გესლიანი თავაზიანობა
ვოლტერის ერთ-ერთმა ოპონენტმა ცხარე კამათის დროს მას იდიოტი უწოდა.
ვოლტერმა გაიღიმა, შეხედა მოწინააღმდეგეს და თქვა :
- ძვირფასო პროფესორო, დღემდე ჭკვიან ადამიანად გთვლიდით, თქვენ მე იდიოტად მიგაჩნივართ . რას იზამთ, შესაძლოა, ჩვენ ორივე შევცდით .

• სხვისი იხვები
ინგლისელ დრამატურგ შერიდანს ნადირობა უყვარდა , მაგრამ ნადირობიდან შინ ყოველთვის ცარიელი ბრუნდებოდა .
ერთხელ ტბორთან მან შენიშნა კაცი , რომელიც იდგა და შინაურ იხვებს თვალს ადევნებდა .
- რამდენს გამომართმევთ , იხვებს რომ ვესროლო ? – იკითხა მან , – საკმარისი იქნება 5 კრონი ?
კაცი ჯერ გაოცდა , შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია .
შერიდანმა მისცა მას ფული , გაისროლა , 6 იხვი მოკლა , ჩააწყო ჩანთაში და უთხრა :
- ვფიქრობ , ორივემ სასარგებლო საქმე გავაკეთეთ .
- მე განსაკუთრებით , – გაიცინა უცნობმა , – იხვები ხომ ჩემი არ არის .

• შექსპირიც მოკლა
ახალგაზრდა ლიტერატორმა გადათარგმნა შექსპირის “ ჰამლეტი” და ანახა იგი პეტრე კარატიგინს. მან ყურადღებით გადაიკითხა გულუბრყვილო ბავშური თარგმანი, ახალგაზრდას სქელი რვეული დაუბრუნა და უთხრა :
- ოჰ , ყმაწვილო ! როგორ არა გრცხვენიათ ! “ჰამლეტში” ისედაც ყველა მოქმედი პირი კვდება და თქვენ მათ შექსპირიც მიაყოლეთ ?!

• დიდმა დიდს …
ალბერტ აინშტაინს უყვარდა ჩარლი ჩაპლინის ფილმები და მის ეკრანის გმირებს დიდი სიმპატიებით ეპრობოდა. ერთხელ მან ჩაპლინს წერილი მიწერა :
“ თქვენი ფილმი “ ოქროს ციებ-ცხელება” მთელი მსოფლიოსთვისაა გასაგები, თქვენ უსათუოდ დიდი ადამიანი გახდებით. აინშტაინი ” .
ჩაპლინმა უპასუხა :”მე თქვენით უფრო ვარ აღტაცებული . თქვენი ფარდობითობის თეორია ყველასთვის როდია გასაგები, მაგრამ თქვენ მაინც დიდი ადამიანი გახდით . ჩაპლინი ” ..

• ვერ წარმოედგინა
ერთხელ ფერნანდელმა დასვენების დროს ნადირობა მოიწადინა . გზაში ნაცნობი შეხვდა .
 - ამას რას ვხედავ , ბატონო ფერნანდელ ? თქვენ , ბუნების მეგობართა საზოგადოების წევრი , ცხოველთა სამყაროსადმი ჰუმანური დამოკიდებულების მომხრე და ნადირობა ?
- კი მაგრამ , რატომ არ უნდა ვინადირო ? - გაიცინა ფერნანდელმა , - მე ხომ ჩემს სიცოცხლეში ერთხელაც კი არ მომირტყავს მიზანში .

• “ გენიოსობა და ბოროტმოქმედება “
უნიჭო კომპოზიტირებს შორის ჰაიდნს ბევრი მოშურნე ჰყავდა, ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა მიემხრო მოცარტიც . მან მიიწვია დიდი კომპოზიტორი კონცერტებზე , სადაც ჰაიდნის კვარტეტს ასრულებდნენ. კონცერტის დროს მან აღშფოთებით უთხრა მოცარტს :
- მე არასოდეს არ დავწერდი ასე .
- მეც , - უმალ გამოეხმაურა მოცარტი , - და იცით რატომ ? არც თქვენ და არც მე ეს მომხიბლავი მელოდია არასოდეს მოგვივიდოდა თავში .

• გენიოსებისათვის ადვილია
როდესაც შვიდი წლის ასაკში მოცარტი მართავდა მაინის ფრანკფურტში , მასთან მივიდა თოთხმეტი წლის ბიჭუნა.
- რა შესანიშნავად უკრავ ! მე ალბათ ვერასოდეს ვისწავლიდი ასე დაკვრას .
- როგორ არა ? შენ ხომ უკვე დიდი ხარ . სცადე და თუ ვერ გამოგივა , დაიწყე ნოტების წერა .
- მე ვწერ … ლექსებს …
- ეგეც ხომ ძალიან საინტერესოა . კარგია ლექსების წერა , ალბათ , კიდევ უფრო ძნელია , ვიდრე მუსიკისა .
- რატომ , სულ ადვილია , სცადე შენც …
 ვოლფგანგ მოცარტის თანამოსაუბრე ვოლფგანგ გოეთე იყო ..

• რაც დასაშვებია იუპიტერისათვის …
ერთი ყმაწვილი შეეკითხა მოცარტს , როგორ დაეწერა მას სიმფონიები .
- თქვენ ჯერ მეტისმეტად ახალგაზრდა ხართ. რატომ არ გსურთ დაიწყოთ ბალადიდან ? - უთხრა კომპოზიტორმა .
- თქვენ ხომ სიმფონიების წერა დაიწყეთ მაშინ , როდესაც ჯერ კიდევ ათი წლისაც არ იყავით ?
 - დიახ , - უპასუხა მოცარტმა , - მაგრამ მე არასოდეს არ მიკითხია , როგორ უნდა დაიწეროს იგი .

• დიდება სანახევროდ
 ცნობილ გერმანელ პოეტს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, რომელსაც მთავრობაში მაღალი თანამდებობა ეკავა, მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბეთჰოვენთან; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპოზიტორი მუშაობდა ტრაგედია “ეგმონტის” მუსიკაზე.
ერთხელ ორივე დასეირნობდა ვენის პარკის ხეივანში . შემხვედრნი ესალმებოდნენ მათ ხაზგასმული თავაზიანობითა და პირმოთნეობით . მათ მისალმებაზე მხოლოდ გოეთე პასუხობდა. ბოლოსდაბოლოს გაღიზიანებულმა პოეტმა უთხრა თავის მეგობარს :
- როგორ მომბეზრდა ეს გაუთავებელი მისალმება !
 - თქვენო აღმატებულებავ , ნუ ჯავრობთ , - ოლიმპიური სიმშვიდით შენიშნა ბეთჰოვენმა , - შესაძლებელია, ისინი მე მესალმებიან ..

 ჯორჯ ბერნარდ შოუ

• რეცენზია
ახალგაზრდობაში ბერნარდ შოუ თეატრალურ და მუსიკალურ რეცენზიებს წერდა ლონდონის ერთი გაზეთისთვის. რედაქციის მიერ ექიმთა საზოგადოების გუნდის კონცერტზე მივლინებულმა, მოკლე რეცენზია დაწერა:
- გუშინ მღეროდნენ ლონდონელი ექიმები. მათი სიმღერის მოსმენა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ მაინც უკეთესი იქნებოდა მოვაგონოთ მათ ის დუმილის პირობა, რომელიც მათ დასდეს სამედიცინო დიპლომის მიღებისას ..

• ქათინაურების გაცვლა
ინგლისელმა მსახიობმა ქალმა უთხრა ბერნარდ შოუს :
- თქვენ რომ ჩემი მეუღლე იყოთ, თქვენს ყავაში უსათუოდ შევურევდი საწამლავს .
- მე კი თქვენი ქმარი რომ ვიყო, - უპასუხა შოუმ, - იმავე წუთში დავლევდი ყავას .

• რეჟისორის ტრაგედია
შოუმ ერთხელ მიიღო მიწვევა ახალი პიესის პრემიერაზე, სპექტაკლის შემდეგ რეჟისორმა ჰკითხა დრამატურგს :
- რა განსხვავებაა კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის?
-ყმაწვილო,- უთხრა ბერნარდ შოუმ
- ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ ხვდებით განსხვავებას კომედიას, დრამასა და ტრაგედიას შორის, ეს პირადად ჩემთვის კომედიაა, მაყურებლებისათვის - დრამა, თქვენთვის კი - ტრაგედია ..

• გზა უკვდავებისკენ
გზად მიმავალ უკვე სახელგანთქმულ მწერალს, ბერნარდ შოუს ველოსიპედი დაეჯახა. ორივე უვნებლად გადარჩა. ველოსიპედისტი ბოდიშს იხდიდა. შოუმ შეაწყვეტინა და უთხრა :
- თქვენ ბედმა არ გაგიმართლათ, სერ! უფრო მეტი ენერგია და თქვენ უკვდავებას დაიმსახურებდით, როგორც ჩემი მკვლელი ..

• ითამაშეთ ჭადრაკი
თავის მეგობრებთან ერთად ბერნარდ შოუ შევიდა რესტორანში. მაგიდასთან გაიმართა საუბარი ახალ წიგნებზე. მაგრამ საუბარს ხელს უშლიდა რესტორნის ხმაურიანი მუსიკა. ბერნარდ შოუუმ გახედა ორკესტრს. კაპელმაისტერმა შენიშნა ცნობილი დრამატურგის მზერა, დაუყოვნებლივ გაჩნდა მასთან და შეეკითხა :
- რას დაგვიკვეთავდით ?
- ერთი პარტია ჭადრაკის თამაშს ! - იყო პასუხი

• საოცარი მსგავსება
ბერნარდ შოუ მიიწვიეს კეთილშობილთა სალონში ახალგაზრდა მევიოლინის კონცერტზე . კონცერტის შემდეგ დიასახლისი შეეკითხა შოუს, რას ფიქრობს იგი მის პროტეჟეზე. მწერალმა უპასუხა, რომ ახალგაზრდა მუსიკოსი აგონებს პადერევსკის ..
- მაგრამ პადერევსკი ხომ არასდროს არ ყოფილა მევიოლინე? - გაიოცა დიასახლისმა .
- აი, სწორედ ამიტომ … - უპასუხა შოუმ .

• რეკომენდაცია
ახლად დამწყები მსახიობი დაჟინებით სთხოვდა ბერნარდ შოუს გაეწია მისთვის რეკომენდაცია რათა თეატრში მიეღოთ. შოუ დათანხმდა და დაუწერა შემდეგი შინაარსის წერილი: “ გულწრფელად ვუწევ რეკომენდაციას ახალგაზრდა მსახიობს , იგი თამაშობს ჰამლეტს, რომეო, შეილოკს, ცეზარს, ბილიარდს … მაგრამ ყველაზე უკეთესად ამ უკანსკნელს”.

• ერთხელ ალექსანდრე მაკედონელი სახელგანთქმულ ფილოსოფოს დიოგენეს
ეწვია. დიოგენე მაშინ დიდ კასრში ცხოვრობდა.
- შემიძლია რაიმე სიკეთე გაგიწიოთ? – ჰკითხა დიდმა სარდალმა.
- როგორ არა, თუ გვერძე გაიწევით და მზიდან ჩამომეცლებით. – მიუგო ფილოსოფოსმა.

• გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა. ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
- მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
- მე კი პირიქით, – ღიმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.

• ჰაინრიჰ ჰაინეს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა უთხრა:
- მზად ვარ, სული და გული, ოცნება და აზრები, მთლიანად ჩემი არსება შენ მოგიძღვნა.
- სიამოვნებით, ასე მცირე ძღვენზე უარის თქმა უხერხულია, მიუგო მან.

• ცნობილი მსახიობი დევრიენი ბერლინის თეატრში შექსპირის პიესაში ”რიჩარდ მე-3” როლს ასრულებდა.
ფინალურ სცენაში, როდესაც წარმოსთქვა: ”ცხენი! ცხენი! მთელს ჩემს სამეფოს ერთ ცხენში გავცვლი!”, უკანასკნელი იარუსიდან ერთ-ერთმა მაყურებელმა გადმოსძახა:
- ვირი არ გამოგადგებათ?
- როგორ არა, ჩამობრძანდით! – მაშინვე დაეთანხმა დევრიენი.

• მარკ ტვენმა უთხრა ერთ მანდილოსანს:
- თქვენ მომხიბლავი ბრძანდებით!
სამწუხაროდ, მე არ შემიძლია მსგავსი ქათინაურით სამაგიერო გადაგიხადოთ – უპასუხა ქალმა.
მწერალს გაეღიმა და უთხრა:
- თქვენც ისევე მოიქეცით, როგორც მე – იცრუეთ!

• რეპეტიციაზე რეჟისორი რეინჰარდტი მიმართავს უნიჭო მსახიო ქალს.
- მიდექით კიდევ იქით!
საბრალო მსახიობი, რომელიც ისედაც უკვე სცენის ნაპირას დგას, სასოწარკვეთილი ამბობს:
- ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ სცენიდან უნდა ჩავიდე?!
- სწორედ ამას ვგულისხმობ!

• ობიექტური ჟიური
ერთ დროს ამერიკაში ეწყობოდა კონკურსები, ვინ უკეთ მიბაძავდა ჩარლი ჩაპლინს. ერთხელ ასეთ კონკურსში ინკოგნიტოთ თვით ჩარლიმ მიიღო მონაწილეობა.
რაოდენ დიდი იყო მსახიობის გაოცება, როცა ჟიურიმ მას მესამე ადგილი მიანიჭა.

• ერთი საათი ლოდინი
ცნობილი კომპოზიტორი ბოროდინი ძალიან დაბნეული პიროვნება გახლდათ. ერთხელ სახლიდან გასვლისას, კარზე პატარა ბარათი მიამაგრა წარწერით: “ერთ საათში დავბრუნდები” .
რამდენიმე ხნის შემდეგ შინ რომ დაბრუნდა და წერილი დახვდა საშინლად შეწუხდა:
- საწყენია, მაგრამ რას იზამ მომიხდება დაცდა… ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა, საკუთარი თავის მოლოდინში.

• “წინდახედული” პოლიციელები
ერთი მხატვარი დასასვენებლად საფრანგეთის მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ჩავიდა და პირველსავე დღეს გამოთვრა. პოლიციელებმა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ოტხით მოფოფხავდა.
- აა, მთვრალი ხართ, არა?
- დიახაც , მთვრალი გახლავართ- ძლივს ამოილუღლუღა მხატვარმა
- მერე რა… რაფაელიც ხომ სვამდა… მოდილიანიც… ვან გოგიც…
ერთი პოლიციელი მიუბრუნდა მეორეს.
- ერთი მიდი, გაიარ-გამოიარე, შესაძლოა ის ლოთებიც აქვე, სადმე ახლოს ყრიან.

• დახვეწილი გემოვნების მსხვერპლი
საგასტროლოდ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებული ინგლისელი პიანისტი მოულოდნელად უკანვე სამშობლოში დაბრუნდა და დირიჟორ ბიჩემმს ახსნა-განმარტება მისცა:
- იმიტომ დავბრუნდი, რომ არაბებმა ორჯერ დამიშინეს ტყვია.- რას ამბობ? – გაოცდა ბიჩმი. – მე ვერასოდეს ვიფიქრედბი , რომ არაბები ეგრე კარგად ერკვევიან მუსიკაში.

• გამოუვალი მდგომარეობა
- ცოლს რატომ არ ირთავთ? – ჰკითხა ნაცნობმა ქალმა ერთ საკმაოდ სახელმოხვეჭილ, მაგრამ შეუხედავი გარეგნობის კომპოზიტორს.
-ჯერ ერთი, ჩემს მიმართ საამისო სურვილი არავის გამოუთქვამს, მაგრამ კიდევაც რომ გამოჩნილიყო ვინმე, მაინც არ ვითხოვებდი მისი ცუდი გემოვნების გამო.

• მხოლოდ შენთვის
მომღერალმა, რომელსაც სოლო კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ, მიმართა თავის საცოლეს:
- ჩემო ძვირფასო, ხვალინდელი დღე ძალზე მნიშვნელოვანია.მე ვიმღერებ მხოლოდ და მხოლოდ შენთვის!”
- ნუ ღელავ საყვარელო, – ანუგეშა იგი ქალიშვილმა, – იქნებ ჩემს გარდა კიდევ მოვიდეს რამდენიმე კაცი.

• შორი გზა ..
ერთ საღამოს ბოროდინმა მეგობრები შინ მიიპატიჟა. შეასრულეს მისი ნაწარმოებები, ივახშმეს, ისაუბრეს.
უცბად ბოროდინი წამოდგა და გამოემშვიდობა მეგობრებს.
- კარგად ბრძანდებოდეთ, ხვალ ლექცია მაქვს, უკვე შინ წასვლის დროა.
გაისმა ხარხარი და მხოლოდ მაშინ მიხვდა მასპინძელი, რომ იგი თავის სახლში იყო.

• ამაზედაც მადლობელი ვარ ..
იტალიელმა კომპოზიტორმა რუჯერო ლეონკავალომ ერთ-ერთ პრემიერის დროს შენიშნა, რომ დარბაზში გამოჩნდა ვიღაც აყლაყუდა, დეზებიან, მაღალყელიან ჩექმებში და მხედრის ტანსაცმელში გამოწყობილი. კომპზიტორი მივიდა უცნობთან და თავაზიანად გადაუხადა მადლობა.
- რისთვის მიხდით მადლობას? – გაიოცა უცნობმა.
- იმისთვის, რომ თეატრში ცხენით არ მოხვედით – უპასუხა კომპოზიტორმა

• თუნდაც დღესვე ..
იტალიელი კომპოზიტორი როსინი ერთ ოჯახში სადილობდა. ქალს მაგიდა ისე მომჭირნედ გაეწყო, რომ სადილის შემდეგ სტუმარი მშიერი დარჩა.
- გთხოვთ, კიდევ მობრძანდეთ ჩემთან სადილად – სთხოვა ქალმა გამომშვიდობებისას.
- სიამოვნებით – მიუგო როსინიმ – თუნდაც დღესვე.

• პოეტი მეფე ..
დიდი ხნის წინათ, პოეტი მეფის ლექსების უარყოფითად შეფასებისთვის კრიტიკოსი ციხეში მოხვდა, სასჯელის მოხდის შემდეგ, ის კვლავ მიიპატიჟეს სასახლეში.
- აბა ძვირფასო, რას იტყვით ამჯერად ჩემს ლექსებზე?
ჰკითხა მეფემ.
კრიტიკოსმა მწარედ ამოიოხრა, მიუბრუნდა მეფის მოხელეებს და უთხრა:
- დამაპატიმრეთ!

• პიკასოს პასუხი ..
ჰიტლერის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს პიკასოს ატელიეში ხშირად მოდიოდნენ გერმანელი ოფიცრები. მხატვარი ყველას სამახსოვროდ აძლევდა თავისი ცნობილი სურათის პირს. შურათზე ასახული იყო ფაშისტების მიერ ესპანეთის ქალაქ გერნიკას განადგურება.
ერთხელ ატელიეში მასთან მივიდა გესტაფოს აგენტი, ამოიღო ჩანთიდან სურათი და ჰკითხა:
- ეს თქვენი ნამოღაწვარია?
- არა, თქვენი – უპასუხა პიკასომ

• წინდახედული პოლიციელები ..
ერთი მხატვარი დასასვენებლად საფრანგეთის მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ჩავიდა და პირველსავე დღეს გამოთვრა. პოლიციელებმა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ოთხით მოფოფხავდა.
- აა, მთვრალი ხართ, არაა?
- დიახაც, მთვრალი გახლავართ, მერე რა… რაფაელიც ხომ სვამდა… მოდილიანიც… ვან გოგიც…
ერთი პოლიციელი მიუბრუნდა მეორეს.
- ერთი მიდი ,გაიარ-გამოიარე, შესაძლოა ის ლოთებიც აქვე, სადმე ახლოს ყრიან.

• წინდახედული პოლიციელები ..
ერთი მხატვარი დასასვენებლად საფრანგეთის მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ჩავიდა და პირველსავე დღეს გამოთვრა. პოლიციელებმა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ოთხით მოფოფხავდა.
- აა, მთვრალი ხართ, არაა?
- დიახაც, მთვრალი გახლავართ, მერე რა… რაფაელიც ხომ სვამდა… მოდილიანიც… ვან გოგიც…
ერთი პოლიციელი მიუბრუნდა მეორეს.
- ერთი მიდი ,გაიარ-გამოიარე, შესაძლოა ის ლოთებიც აქვე, სადმე ახლოს ყრიან.


წყარო : ucnauri.com

No comments:

Post a Comment